saqarTvelos mdinareebi - lopaniswyali
ტერიტორიული ერთეულები | ქარელის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ლიხის ქედი |
სიგრძე | 30 კმ |
აუზის ფართობი | 87 კმ² |
მდინარე ქარელის მუნიციპალიტეტში, დასავლეთის ფრონის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1340 მ. სიგრძე 30 კმ. აუზის ფართობი 87 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე, საშუალო წლიური ხარჯი 0,74 მ3/წმ, იყენებენ სარწყავად.